“ელჩების კონფერენციაზე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირთან ურთიერთობის თემები” – გია ვოლსკი
“ელჩების კონფერენციაზე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირთან ურთიერთობის თემები. არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც პრობლემები აქვს ჩვენ ქვეყანას, მათ შორის, დიპლომატიურ ფორმატში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მაინც სერიოზულია ის რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია იმისათვის, რომ ამ სირთულეებს თავი დააღწიოს და ის წარმატება მოიპოვოს, რაზედაც ჩვენს პროგრამაში არაერთხელ გვისაუბრია, ეს არის ევროკავშირის წევრობა, ამ წევრობის გზაზე პოზიციების გაძლიერება და მთელი ჩამონათვალია, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებზე დგას“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა.