ოკუპირებულ ყირიმში დრონებით შეტევა განხორციელდა – დაზიანდა ხიდები
ოკუპირებულ ყირიმში ღამით დრონებით შეტევა განხორციელდა, – ინფორმაციას ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები და მედია საშუალებები ავრცელებენ.
შეტევის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა, მათ შორის ხიდების ნაწილი, რომლებიც ნახევარკუნძულს რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებთან აკავშირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეტევის შემდეგ რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.
რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ სიმფეროპოლშიც. ასევე, აფეთქებების შემდეგ სევასტოპოლის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა.
ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ დღეს საწვავი აღარ გაიყიდება, რადგან ღამით ქალაქში საწვავის გადამზიდი ავტომობილები ვერ შევიდნენ.
დაზიანების ზუსტი მასშტაბი ამ ეტაპზე უცნობია.