“ბოდიშს ვუხდით მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს შეცდომის გამო, რომელზეც ჩვენი რესტორნის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი” – რესტორანი გავრცელებულ აფიშაზე განმარტებას აკეთებს

“ბოდიშს ვუხდით მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს შეცდომის გამო, რომელზეც ჩვენი რესტორნის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი”, – ამის შესახებ რესტორან Big Chefs-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საუბარია გავრცელებულ აფიშაზე, რომელზეც მითითებული იყო, რომ ნოდიკო ტატიშვილი ახალი წლის ღამეს აღნიშნულ რესტორანში იმღერებდა.

“მომღერალმა რამდენიმე კვირით ადრე გაგვაფრთხილა, რომ საახალწლო კონცერტში არ მიიღებდა მონაწილეობას ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. აფიშა რომელიც ვრცელდება სოც. მედიაში ჩვენი შეცდომის შედეგია და ძალიან ვწუხვართ ამოს გამო. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით მომღერალს!”, – აღნიშნულია „Big Chefs“-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები