დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს, ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით სონღულაშვილმა მწუხარება გამოთქვა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად, აზერბაიჯანული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბის გამო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია დავით სონღულაშვილის ჩანაწერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები