“გამიხარდებოდა, ნიკა გილაურმა ერთხელ მაინც ახსენოს, ვის დროს იყო პრემიერ-მინისტრი; გეგონება, ციდან ჩამოვარდა ყველა რეფორმა და პოლიტიკური მხარდაჭერა” – სააკაშვილი
“ნიკა გილაური იყო ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი. გამიხარდებოდა, ერთხელ მაინც ახსენოს, ვის დროს იყო პრემიერ-მინისტრი”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე
დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
„ნიკა გილაური იყო ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი. გამიხარდებოდა, ერთხელ მაინც ახსენოს, ვის დროს იყო პრემიერ-მინისტრი. ისე ამბობს, გეგონება, ციდან ჩამოვარდა ყველა რეფორმა და პოლიტიკური მხარდაჭერა. ძალიან კარგ საქმეებს აკეთებს ნიკა, მინდა, მისი მეგობრების ინიციატივებს მთლიანად მივესალმო“, – განაცხადა სააკაშვილმა.