ხმელთაშუა ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვაში რუსული გემი Ursa Major-ი აფეთქების შედეგად, ესპანეთსა და ალჟირს შორის ჩაიძირა,- ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის დეპარტამენტი ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა. ეკიპაჟის 2 წევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 14 ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს.

„ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო წყლებში რუსული მშრალი ტვირთის გადამზიდავი Ursa Major-ი სამანქანო განყოფილებაში აფეთქების შედეგად ჩაიძირა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც რუსული მედია იტყობინება, შემთხვევა ესპანეთსა და ალჟირს შორის საერთაშორისო წყლებში მოხდა. გემი ორი კვირის წინ სანქტ-პეტერბურგიდან გამოვიდა და იანვრის ბოლოსთვის ვლადივოსტოკის პორტში უნდა შესულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები