“ნებისმიერი შეწყალება, რომელიც ზურაბიშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში განახორციელა, სერიოზულ ეჭვებს ბადებს მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით“ – ვოლსკი

“შეწყალება ჰუმანური აქტია და ყოველთვის მისასალმებელია, როცა გარკვეული საფუძველი გააჩნია, ადამიანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის მიერ 9 ადამიანის შეწყალებას გამოეხმაურა.

„შეწყალება ჰუმანური აქტია და ეს ყოველთვის მისასალმებელია, როცა მას გარკვეული საფუძველი გააჩნია, ადამიანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. რასაკვირველია, დანაშაულის ფორმასა და ზომას გააჩნია, მაგრამ როცა ეს კონკრეტული მიზნით ხორციელდება, მისასალმებელი არ არის. ვინც ახლა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, მათ ვერ დავახასიათებ, მაგრამ ნებისმიერი შეწყალება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში განახორციელა, სერიოზულ ეჭვებს ბადებს მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები