“ჯარისთვის მოწოდება მამუკა ხაზარაძის ნოუ ჰაუ არ არის, უსამშობლო ადამიანების მოწოდებას პატრიოტი ადამიანები ვერც გაიგებენ” – ვოლსკი

“ჯარისთვის მოწოდება მამუკა ხაზარაძის ნოუ ჰაუ არ არის, უსამშობლო ადამიანების მოწოდებას პატრიოტი ადამიანები ვერც გაიგებენ და, მით უმეტეს, ვერ დაექვემდებარებიან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა ჯარმა პატრიოტიზმის არაერთი მაგალითი აჩვენა.

„ჯარისთვის მოწოდება მამუკა ხაზარაძის ნოუ ჰაუ არ არის, ჯარს, პოლიციას სამართალდამცავ და სახელმწიფო სტრუქტურებს საბოტაჟისკენ ყველა მოუწოდებს. ბუნებრივია, ამის რეალიზაცია თუ მოხდა, ეს სახელმწიფოს ნგრევას გამოიწვევს. თუმცა, ამ გეგმას წინ სამხედრო ძალების თითოეული შემადგენელი ნაწილის და ადამიანების განწყობა უდგას, რაც მიმართულია ქვეყნის დაცვისკენ. ჩვენმა ჯარმა პატრიოტიზმის არაერთი მაგალითი აჩვენა. აქ საუბარია არა მხოლოდ ნეიტრალობაზე, არამედ შეგნებაზე და იმის განცდაზე, რასაც სამშობლო ჰქვია. უსამშობლო ადამიანების მოწოდებას პატრიოტი ადამიანები ვერც გაიგებენ და მით უმეტეს, ვერ დაექვემდებარებიან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები