“სანქციებით ხმალაობა პარტნიორობა არ არის; ვინც სანქციებით შეუშინებიათ, ისევ ისინი შეაშინონ” – მაჭარაშვილი

“სანქციებით ხმალაობა პარტნიორობა არ არის; ვინც სანქციებით შეუშინებიათ, ისევ ისინი შეაშინონ. იციან, რომ ჩვენზე სანქციები არ მოქმედებს, ეს თეორიულადაც მოსინჯეს და პრაქტიკაშიც”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„სანქციებით ხმალაობა პარტნიორობა არ არის. ვინც სანქციებით შეუშინებიათ, ისევ ისინი შეაშინონ. იციან, რომ ჩვენზე სანქციები არ მოქმედებს, ეს თეორიულადაც მოსინჯეს და პრაქტიკაშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დაასანქცირეს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესების დაცვას გაორმაგებით აგრძელებენ. ისინი ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილი. მოცემულობაა, თუ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ვინმე დაგვასანქცირებს, დიდი პატივია და ეს შეიგნონ, რადგან ამის შემდეგ პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა ნორმალური იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები