“პარტია „საქართველოსთვის“ კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერ რადიკალურ მოწოდებას თუ გადაწყვეტილებას” – ანა ბუჩუკური
“პარტია „საქართველოსთვის“ კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერ რადიკალურ მოწოდებას თუ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა იმ საკითხზე, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ეთანხმება მამუკა ხაზარაძის მოწოდებას ჯარის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით.
„მე ხომ არ ვარ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. პარტია „საქართველოსთვის“ ნებისმიერ რადიკალურ განცხადებას, მოწოდებას თუ მიდგომას კატეგორიულად ემიჯნებოდა ყოველთვის, ახლაც და მომავალშიც გაემიჯნება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.