”ერთადერთი, რაც ზურაბიშვილმა საქართველოში შეიძლება, გააკეთოს, ეს არის კონსულტაციები, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს” – მაჭარაშვილი
”ერთადერთი, რაც ზურაბიშვილმა საქართველოში შეიძლება, გააკეთოს, ეს არის კონსულტაციები, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს, რადგან შაბათ-კვირას მისი პოლიტიკური გამოსვენება იქნება ყველა შემთხვევაში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით არჩევნები დანიშნოს. ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტი ვერ ირჩევს მთავრობას ორჯერ, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დროს ფორმალურად ნიშნავს არჩევნებს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით. ამ სამი შემთხვევიდან არცერთი არ არის. შესაბამისად, წერილებს თუ დაწერს ზურაბიშვილი, ეს მისი საქმეა, ხოლო მის არცერთ ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არ ექნება”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.