ჩინეთის, საუდის არაბეთისა და სერბეთის ახალი ელჩები უკრაინაში მუშაობას იწყებენ
ჩინეთის, საუდის არაბეთისა და სერბეთის ელჩებმა უკრაინაში დიპლომატიური მისიები დაიწყეს.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალურ „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.
„რწმუნებათა წერილები. დღეს ჩინეთის, საუდის არაბეთისა და სერბეთის ახალი ელჩები იწყებენ დიპლომატიურ მისიებს უკრაინაში“, – აცხადებს უკრაინის ლიდერი.
ამასთან, ზელენსკიმ ელჩებს ქვეყანაში დიპლომატიური მუშაობის დაწყება მიულოცა და თითოეულ მათგანს ესაუბრა.
„იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება“, – დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.