სირიაში „ბოევიკებმა“ ნაძვის ხეს ცეცხლი წაუკიდეს

სირიის პროვინციაში, ჰამის ჩრდილოეთით მდებარე ქრისტიანულ ქალაქ სკალბიაში, უცხოელი „ბოევიკების“ ჯგუფმა ნაძვის ხე დაწვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი Al-Watan სკალბიის ქრისტიანული თემის რექტორზე, მაგერ ჰადადზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რვა ადამიანმა, არა სირიელმა, ცეცხლი წაუკიდა ნაძვის ხეს დამონტაჟებიდან ორი დღის შემდეგ“, – ციტირებს გაზეთი ჰადადის სიტყვებს.

რექტორის თქმით, უსაფრთხოების სამსახურებმა დამნაშავეები უკვე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები