ისრაელმა ჰანიეს მკვლელობაში მონაწილეობა პირველად აღიარა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ისრაელ კაცმა პირველად აღიარა, რომ თეირანში, პალესტინის მოძრაობის „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის უკან ისრაელი დგას. ამის შესახებ რუსული მედია Times of Israel-ზე დაყრდნობით იუწყება.

„ჩვენ დავარტყამთ ჰუსიტების სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას და თავებს მოვკვეთთ მათ ლიდერებს. ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ ჰანიეს, სინვარისა და ნასრულას შემთხვევაში თეირანში, ღაზასა და ლიბანში – ჩვენ ამას გავაკეთებთ ჰოდეიდასა და სანაში“, – თქვა ისრაელ კაცმა.

შეგახსენებთ, რომ „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს თეირანში მის რეზიდენციაზე მომხდარი თავდასხმისას მოკლეს, სადაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები