პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება.

მისი თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.

„შეიქმნება საბჭო, რათა ვმართოთ ეს პერიოდი, ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი – ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ ხვალ იქნება მზად დოკუმენტი, რომელიც აღწერს იმ პირობებს, რომლებიც არის მინიმალური პირობები, რათა ძალიან მალე ჩატარდეს არჩევნები. შემდეგ იქნება მუშაობა იმისთვის, რომ ყველა კუთხით, ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველამ ერთად მოვითხოვოთ, მოვამზადოთ და ჩვენ თვითონაც ვიყოთ მზად, რადგან ეს ახალი არჩევნები იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები. ალბათ გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, საზოგადოება უნდა იყოს მზად, მედია უნდა იყოს მზად. ვიცი, რომ მედიას უჭირს, მაგრამ ალბათ მოიძებნება სხვადასხვა ფორმა, რომ გაძლიერდეს. აუცილებელია, არჩევნებისთვის მედია გაძლიერდეს და საინფორმაციო ველი არ იყოს ხელში ჩაგდებული. ეს არის ჩვენი შემდეგი ეტაპი, რომელშიც ყველანი ნამდვილად ერთად ვიქნებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები