“ჯარი პოლიტიკაში არასოდეს არ ჩაერევა” – ლევან ნიკოლეიშვილი

“ეს არის ყველაზე ბინძური, პოპულისტური განცხადება, თუკი ვინმეს შეიძლება, მოსვლოდა თავში. ჯარი პოლიტიკაში არასოდეს არ ჩაერევა”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოწოდებას, რომ ინაუგურაციის დღეს ჯარი გაემიჯნოს მიხეილ ყაველაშვილს.

„თავდაცვის ძალების ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობისადმი და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა თუ კი ასეთი საჭიროება იქნება. მაგრამ როგორც წესი მშვიდობიან პერიოდში, ის დგას თავდაცვისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. ოდნავ წარმოდგენა მაინც თუ აქვს ადამიანს, თუ როგორი სტრუქტურა არის, როგორი სპეციფიკაა და როგორ არის ეს ჯარი გაწვრთნილი, პირველ რიგში უნდა იცოდეს, რომ ეს არის ყველაზე აპოლიტიკური ინსტიტუცია თუ კი რამე არსებობს საქართველოში და ადამიანები, რომლებიც იქ მსახურობენ პირველ რიგში, გამოირჩევიან თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმის გარდა, პატრიოტიზმით და ყველაზე ღირსეული ადამიანები არიან. ისინი მოწოდებული არიან ქვეყნის დასაცავად. მათი ჩათრევის მცდელობა, პოლიტიკურ დისკურსში იქნება თუ ნებისმიერ საქმიანობაში, ეს არის ყველაზე ბინძური გამოვლინება“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები