წილოსანი – ზურაბიშვილზე: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფონი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს
მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
“ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფონი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
29-მდე შეიძლება, შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ – 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი.
იცით, თურმე, რას უმტკიცებენ? შენ დანიშნე, გაქვს უფლებაო. ისევ ჩვენი საპატრონო უნდა გახდეს”, – წერს ზურაბიშვილი.