“წელს ევროკავშირმა რუსული თხევადი გაზის რეკორდული რაოდენობა, 16,5 მილიონი ტონა შეიძინა” – დავით ჩიხელიძე

“წელს ევროკავშირმა რუსული თხევადი გაზის რეკორდული რაოდენობა, 16,5 მილიონი ტონა შეიძინა. ეს აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს – 15,18 მილიონი ტონა და აღემატება უკრაინაში ომის დაწყებამდე მაჩვენებელსაც კი – 15,21 მილიონი ტონა, იმის მიუხედავად, რომ 2022 წელს ევროკავშირმა რუსული ენერგომატარებლების იმპორტის შემცირების და სრულიად აკრძალვის განაცხადი გააკეთა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მონაცემები მოყვანილია 20 დეკემბრის The Financial Time-ში – ეს იმ პარანოიკებისთვის, ყველაფერს “რუშულ დეზინფორმაციად” რომ ნათლავენ, რაც მათ შეზღუდულ აზროვნებაში არ ჯდება.

არ გაინტერესებთ ამაზე რასას, თორნტონის, ჟიგიმანტასის და მათი ამფსონების შეფასება ევროკრეტინებო?

თუ “ასეა საჭირო და მიტომ”, როგორც ასინეთა ამბობდა?”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები