“ილონ მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს; ევროპული ქვეყნების მინისტრების, ევროპარლამენტარების ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში?” – თენგიზ შარმანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და  ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონის განცხადებას ეხმიანება.

ბრეტონიმ ილონ მასკი  არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ღია მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და მის განცხადებას უცხოური ჩარევა უწოდა.

“მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს. კაცო, ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპარლამენტარების, ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში? აღარაფერს ვამბობ ამერიკის ოფიციალური პირებისა და კონგრესმენების პირდაპირ ჩარევებზე”, – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები