თამთა მეგრელიშვილი: დესტრუქციულნო, თავს ნუ იტყუებთ, სრულად ოპოზიციის მხარდამჭერნიც კი არ გამოდიხართ აქციებზე, რადგან არ გჯერათ ნარატივის „არჩევნები გაგვიყალბეს”

დესტრუქციულნო, თავს ნუ იტყუებთ, სრულად ოპოზიციის მხარდამჭერნიც კი არ გამოდიხართ აქციებზე, რადგან არ გჯერათ ნარატივის “არჩევნები გაგვიყალბეს” და ღიმილნარევი დუმილით უყურებთ ევროპის სახელით არაევროპულად მოქმედ ძალებს, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წვერი, თამთა მეგრელიშვილი გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, რომ თითქოს აქციას 200 000-მდე ადამიანი ესწრებოდა და ამის საპასუხოდ დრონით გადაღებულ რეალურ კადრებს ავრცელებს.

„ამას კარგად ხედავენ კოლექტიური დასავლეთის მიერ დაფინანსებული და დავალება მიღებული შიდა აგენტები და ცდილობენ ხელოვნურად შექმნან გამარჯვების ეფექტი. ჩემს მიერ განთავსებული ეს ვიდეო არის გზამკვლევი სიმართლესა და ტყუილს შორის. ეს არის იმის მტკიცებულება თუ რამდენი გინდათ იყოთ და რამდენი ხართ სინამდვილეში“, – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები