უძველესი ქვა ამერიკული სლავური წარწერით

1927 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ მინესოტის მცხოვრებმა ჯეკ ნელსონმა საკუთარ ნაკვეთში სასოფლო – სამეურნეო სამუშაობის დროს, შემთხვევით იპოვა ქვა, რომელზეც საკმაოდ უცნაური იეროგლიფები იყო გამოსახული. ჯეკ ნელსონი მიხვდა, რომ ქვა სპეციალურად ოვალური ფორმით იყო დამუშავებული და რუნების მსგავსი წარწერაც იქ შემთხვევით არ მოხვდებოდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, უცნაური ქვა ამერიკელი ეთნოგრაფებისა და ლინგვისტების ხელში ჩავარდა. ყველაზე მეტ წარმატებას ტექსტის გაშიფვრაში ისტორიკოსმა ჯონ ჯაგერმა მიაღწია. მან პირველმა აღმოაჩინა, რომ ტექსტი ჩრდილოეთის ერთ-ერთ უძველეს ტომს ეკუთვნის და სკანდინავიურთან ახლოს დგას, თუმცა არც ვიკინგური წარმოშობისაა.
ტექსტის ერთ-ერთ ფრაგმენტში ნახსენებია ჩრდილოელი მეომრების მოგზაურობა შორეული ზღვისკენ. ისინი საკუთარ თავს იარებს (იგივე რუსები) უწოდებენ და მოგზაურობის შესახებ ჰყვებიან. მომდევნო წლებში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს დღემდე ლინგვისტიკისთვის უცნობი დამწერლობაა და, სავარაუდოდ, მე8-9 საუკუნეების ფინურ-რუსულ ტომებს ეკუთვნის.

10719224_755679067831389_1740829478_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები