ნინო ფოჩხუა: ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ საქართველოში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები და ის ლეგიტიმურია და თუ იყო უმნიშვნელო ხარვეზები, ის გამოსწორებადია

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ეუთო/ოდირისგამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ საქართველოში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები და ის ლეგიტიმურია.

ექსპერტის შეფასებით, ეს უკვე არის სერიოზული დარტყმა ოპოზიციისთვის და მათი უცხოელი პარტნიორებისთვის.

„ყველაზე გავლენიანმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ეუთო/ოდირმა საბოლოო დასკვნა დადო და რაც ისედაც ვიცოდით, ოფიციალურად გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირმადაადასტურა, რომ საქართველოში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები და ის ლეგიტიმურია. გილოცავთ! სიმართლემ გაიმარჯვა! და თუ იყო უმნიშვნელო ხარვეზები, ის გამოსწორებადია. ეს კი უკვე არის სერიოზული დარტყმა ჩვენი ოპოზიციისთვის და მათი უცხოელი პარტნიორებისთვის”, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები