მათიკაშვილი – ზელენსკიზე: ყველამ საკუთარ ქვეყანას მიხედოს

“მოდით, ყველამ საკუთარ ქვეყანას მიხედოს”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს.

მათიკაშვილის თქმით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევები საბოლოოდ უნდა შეწყდეს.

„მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პირველი პირი და ამაზე მძიმე განცხადებები, რომელიც საერთოდ არ ესადაგება არც ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და არც იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც უკრაინას გააჩნია. მოდით, ყველამ საკუთარ ქვეყანას მიხედოს. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევები, დიდი ხნის წინ დაწყებული, ახლა არჩევნების დროს გამოკვეთილი, საბოლოოდ უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ზელენსკიმ განაცხადა: ,,სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს და ევროპული გზიდან გადაახვევინოს. თბილისში მოქმედი მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს”.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ, განსაკუთრებით „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილსა და “მის მეგობრებზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები