რატი იონათამიშვილი: უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დასრულებულია
“რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალენ ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, მასთან ერთად ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დასრულებულია.
“ოლაფ შოლცმა ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა: “როგორც ცნობილია, ევროპის საბჭო საქართველოში იმყოფება მის ხელმძღვანელთან ერთად და დაველოდებით ანგარიშს, რომელსაც ისინი გააკეთებენ.”
ამ დროს რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალენ ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, მასთან ერთად ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან.
უკვე წარმომიდგენია, რა ეწერება ალენ ბერსეს ანგარიშში, რომელსაც გერმანიის კანცლერი და სხვა ევროპელი ლიდერები ასე ძალიან ელოდებიან.
უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დასრულებულია”,- წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.