გიორგი ჩაკვეტაძე: წარმოუდგენელი შეურაცხყოფები ისმის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მისამართით – კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს
“წარმოუდგენელი შეურაცხყოფები მიმდინარეობს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მისამართით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს.
„წარმოუდგენელი შეურაცხყოფები მიმდინარეობს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მისამართით. კოლექტიურ ნაცმოძრაობას მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს და მხოლოდ ისეთი არჩევნები – სადაც თვითონ გაიმარჯვებენ. დემოკრატიულ სამყაროში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია და უთანხმოების გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება – დისკუსია! არჩევნებში დამარცხდნენ და დისკუსიაზე უარს ამბობენ. შესაბამისად, დესტაბილიზაციის გარდა არაფერი არ დარჩენიათ“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.