გიორგი ცუცქირიძე: “საქართველოს ბანკის” და “თიბისი ბანკის” მიერ საპროტესტო აქციების შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის 5 000 000 ლარის გამოყოფა მხარდაჭერად შეფუთული პოლიტიკური განაცხადია
“საქართველოს ბანკის” და “თიბისი ბანკის” მიერ საპროტესტო აქციების შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 5 000 000 ლარის გამოყოფა ზოგმა ქველმოქმედებად ჩათვალა, ხოლო ზოგმა კარგად გათვლილ მარკეტინგულ ნაბიჯად. რეალურად ეს არის მხარდაჭერად შეფუთული პოლიტიკური განაცხადი, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ იაფფასიან “ტრიუკს” არავინ ჭამს.
“საქართველოს ბანკის” და “თიბისი ბანკის” მიერ საპროტესტო აქციების შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 5 000 000 ლარის გამოყოფა ზოგმა ქველმოქმედებად ჩათვალა, ხოლო ზოგმა კარგად გათვლილ მარკეტინგულ ნაბიჯად. რეალურად ეს არის მხარდაჭერად შეფუთული პოლიტიკური განაცხადი, თუ კარგად გავშიფრავთ ამ ბანკების მმართველ რგოლს.
საქართველოს ბანკის ჯგუფის ოჯახის წევრია ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური, რომელმაც შექმნა ფონდი საჯარო სამსახურებიდან წამოსულთა მხარდასაჭერად, ხოლო მანამდე ღიად მოუწოდებდა ოპოზიციას საპროტესტო გამოსვლებისაკენ, არ შესულიყვნენ პარლამენტში და არ ეღიარებინათ არჩევნების ლეგიტიმაცია.
თიბისი ბანკის მმართველ რგოლში მართალია, სებ-ის მითხოვნის საფუძველზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ფორმალურად აღარ არიან, პროკურატურის და სასამართლო გადაწყვეტილებით, ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის ბრალდების შედეგად, თუმცა ბანკის მმართველ რგოლს ხაზარაძის გუნდი წარმოადგენს დღესაც.
აქედან გამომდინარე, არაფერი გასაკვირი ამ ნაბიჯში არ არის, დარწმუნებული ვარ, მთელი ეს კამპანია მოხმარდება ოპოზიციურ ნარატივში მყოფი და გაფიცული ბიზნესის მხარდაჭერას, და სხვათა წახალისებას გაფიცვაში ჩასართავად და არა თუნდაც ამ გამოსვლებით დაზარალებულ სხვა ბიზნესებს, ამიტომ დახმარების ფორმას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ეს თანხები უფრო სესხების რესტრუქტურიზაციაზე წავა, ვადების პროლონგაციით და არ გამოვრიცხავ, საშეღავათო პერიოდების შეთავაზებით!
არც არავინ სულელი არ არის და არც ამ იაფფასიან “ტრიუკს” ჭამს ვინმე! ისევ ამათი პრობლემაა, ხალხი იდიოტი რომ ჰგონიათ!”, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.