ნინო წილოსანი: დღეს ოპოზიცია გურულების მარშს მართავს, გავიხსენოთ არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში – ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი დღეს დაგეგმილ მარშს ეხმიანება, სადაც გურულები იღებენ მონაწილეობას.
“დღეს თურმე ოპოზიცია გურულების მარშს მართავს.
მოდით გავიხსენოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში:
ოზურგეთი- 64,7%, – 23,362 ხმა
ლანჩხუთი- 61 %, – 10,106 ხმა
ჩოხატაური- 67 % – 7,821 ხმა
ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა გურიაში”, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.