“ყველა მეწარმეს თუ ბიზნესკომპანიას ძალიან ღიად, თავისუფლად შეუძლია, დააფიქსიროს პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით” – ცოტნე ანანიძე

„ერთი ძალიან მარტივი და თვალსაჩინო რამ მინდა, გითხრათ და ვუთხრა ოპოზიციას, რომელიც დარბაზში არ არის. ამ მოვლენებიდან გამომდინარე ვხედავთ, ყველა მეწარმეს თუ ბიზნესკომპანიას ძალიან ღიად, თავისუფლად შეუძლია, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს არის დემოკრატიის და დემოკრატიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდექსი ამ ქვეყანაში”, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძემ განაცხადა.

“მინდა, ამის შესახებ დაფიქრდეს ოპოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში კითხულობდა, მათ შორის საერთაშორისო ანგარიშებს და ჩვენს დარბაზშიც არის იმ წლებში დაზარალებული ოჯახები, ბიზნესი, რომელიც შუა ღამით თითქოს ნოტარიუსებით, თითქოს თავისუფალი ნების გამოვლენით თავიანთ საკუთრებას, რომელიც ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, სახელმწიფოს ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს საჩუქრად აძლევდა. მინდა ყველამ კარგად დაინახოს იმავდროულად იმ ბიზნესის მიმართ, როგორც ოპოზიციასთან აფილირებული მედია საშუალებების, ასევე თავად ოპოზიციის პარტ-აქტივის უწყვეტი ბულინგი და სხვადასხვა ტიპის კამპანიები სოციალურ ქსელებში იმ ბიზნესის წინააღმდეგ და გარკვეული შავი პიარის აგორება, რომლებიც ღიად არ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს, რომელიც შედის ოპოზიციის ინტერესებში. ძალიან თვალსაჩინოა ყველაფერი რაც ჩანს ამ მიმართულებით და ესეც კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, რომ არის დემოკრატიის ინდექსი, როცა ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები