კაია კალასი: დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს ზელენსკისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზება
“დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს ზელენსკისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზება”, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებს.
მისი თქმით, აზრი არ აქვს ზელენსკისთვის მოლაპარაკებებისთვის ბიძგის მიცემას, როდესაც პუტინს საუბარი არ სურს.
“აზრი არ აქვს ზელენსკისთვის მოლაპარაკებებისთვის ბიძგის მიცემას, როდესაც პუტინს საუბარი არ სურს. ჩვენ არ შეგვიძლია, ვისაუბროთ მშვიდობისმყოფელებზე, როდესაც არ არის მშვიდობა. რატომ არ არის მშვიდობა? იმიტომ, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა”, – აცხადებს კაია კალასი.