“საქართველო მზარდი ამბოხების არენად იქცა, რომელსაც ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ უცხოეთიდან მართული დესტაბილიზაციის ოპერაციის სუნი ასდის” – ტიერი მარიანი

“ევროპელები არ აღიარებენ ხალხების არჩევანს, საქართველო თანდათანობით მზარდი ამბოხების არენად იქცა, რომელსაც საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ უცხოეთიდან მართული დესტაბილიზაციის ოპერაციის სუნი ასდის”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია თავის მომხრეებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართავს.

„ამაზე მეტყველებს ღამის მანიფესტაციები თბილისის ქუჩებში, სადაც ოპოზიცია, რომელსაც თქვენ ახალისებთ, თავის მომხრეებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართავს, რითაც ეჭვგარეშეა, რომ არეულობის გამოწვევა სურთ და მაიდნის მოდელის მსგავსად პროვოკაციებს ამრავლებენ. ამის მიუხედავად, საქართველო და მისი ინსტიტუტები მყარად დგას, უმკლავდება არჩევნებში დამარცხებულთა ძალადობას, რომლებიც ახლა, თქვენი მხარდაჭერით ძალის გამოყენებას ცდილობენ. „ქართული ოცნების“ გამარჯვება აღიარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და პრეზიდენტი ყაველაშვილი კანონის თანახმად იქნა არჩეული. ხალხებს აღარ სურთ, რომ მათ სუვერენიტეტი წაართვან, არც საქართველოში და არც რუმინეთში. ევროკავშირს უნდა, რომ კეთილდღეობისა და დემოკრატიის გარანტი იყოს, მაგრამ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ახალისებს, რამაც შესაძლოა ეს ქვეყანა ქაოსში წაიყვანოს“, – განაცხადა ტიერი მარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები