ისრაელის საჰაერო იერიშს ღაზის სექტორში 14 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელმა საჰაერო იერიში ქალაქ ღაზაში მდებარე დარაჯის გარეუბანზე განახორციელა. ერთი სახლი მთლიანად განადგურდა. ადგილობრივი მედიკოსების თქმით, 10 გარდაცვლილი ადამიანი ერთ სახლში ცხოვრობდა. ავიაიერიშის შედეგად რამდენიმე სხვა სახლიც დაზიანდა.

საჰაერო დარტყმის გარდა, ისრაელმა ქალაქ ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ტანკებიც გამოიყენა.

ებრაულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები