ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევით პატარა პერფორმანსი უნდა შედგეს, მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით დაასრულოს გამოსვლა, კონკრეტული ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ამით ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენენ
ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, აპირებენ ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა შედგეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის მარტივი პერფორმანსი, რომელსაც ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება.
„მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს საკუთარი გამოსვლა. რა თქმა უნდა, ასეთი მარტივი პერფორმანსებით ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენენ კონკრეტული ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.