ასტეროიდები – უხილავი საფრთხე კოსმოსიდან

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ამერიკის ნაციონალური აეროკოსმონავტიკის სააგენტომ ახალი სამეცნიერო კვლევების მონაცემები აცნობა ქვეყნის უშიშროების ფედერალურ კომიტეტს. აღმოჩნდა, რომ დედამიწა არც ისე დაცული პლანეტაა მზის სისტემაში, როგორც ჩვენ ეს გვგონია. დღემდე ძალაშია პალეონტოლოგთა მიერ შემუშავებული თეორია-აქსიომა, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ მექსიკის ყურეში ჩამოგდებულმა ასტეროიდმა დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 80 პროცენტი გაანადგურა და 140 მილიონი წლის მანძილზე არსებული დინოზავრების ერას წერტილი დაუსვა. ხომ შეიძლება მსგავსი ტიპის მოვლენა ჩვენს პლანეტაზე განმეორდეს?
ასტეროიდების შესწავლის კოსმოსური კვლევის ცენტრის მონაცემებით, დედამიწის ატმოსფეროს რადიკალური შესაცვლელად საკმარისია დაახლოებით 5-6 კილომეტრი დიამეტრის ასტეროიდი ან კომეტა. მსგავსი ტიპის ობიექტები საკმაოდ ბევრია ასტეროიდული სარტყელის გარშემო, აქედან გამომდინარე, რეალური საფრთხე არსებობს და შესაძლებელია მან თავი მალე შეგვახსენოს.

10580629_755632644502698_1130343990_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები