ჩიხელიძე – “მთავარ არხს” – სპეციალური განყოფილება შექმენით, რომელსაც ღარიბაშვილებზე ტყუილების მოფიქრება ევალებათ თუ ბუნებრივად ხართ ასეთი მავნებელი იდიოტები?

“სერიოზულად გეკითხებით, რამე სპეციალური განყოფილება შექმენით, რომელსაც ღარიბაშვილებზე ტყუილების მოფიქრება ევალებათ თუ ბუნებრივად ხართ ასეთი მავნებელი იდიოტები?”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, თითქოს, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სასწავლო დაწესებულება დატოვოს.

“გასულ კვირას ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ გაავრცელეთ დეზინფორმაცია, ახლა კი მის ოჯახს, კონკრეტულად შვილს გადასწვდით, მორიგი ტყუილი გაავრცელეთ, თითქოს ნიკოლოზს აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სასწავლო დაწესებულება დატოვოს, რეალურად კი ეს ადამიანი საქართველოში დასვენების მიზნით ჩამოვიდა.

არ გრცხვენიათ? მაგრამ სად გაქვთ მორალური ღირებულებები რომ შეგრცხვეთ. ერთი ფაქტი მაინც გახსენდებათ, როდესაც ღარიბაშვილი სხვის შვილებს ან ოჯახს შეეხო? ასეთი ფაშისტები როგორ ხართ? პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა უკადრებლის კადრებას არ ნიშნავს, შვილების ბულინგი, ფსკერიც აღარ არის, უკვე ფსკერს ქვემოთ ხართ!
რაც შეეხება ნიკოლოზს, ის მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა და დარწმუნებული ვარ, მისი სახით საქართველოს კიდევ ერთი წარმატებული, ღირსეული შვილი ეზრდება”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები