დიმიტრი სამხარაძე: კალასმა თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო, ახლა დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში, დავამხოთ მთავრობაო, უნდა გუგუნებდეს ოპოზიცია – სად არიან? აი, თურმე რა დაგვიზღვევია, უნდა შეეგუოს ყველა სიმართლის და საქართველოს გამარჯვებას!

“კალასი გამოვიდა და თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო. ახლა, წესით, დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ამას ხალხი უნდა აღეშფოთებინა.

“დღეს 16 დეკემბერია… კალასი გამოვიდა და თქვა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა ვიმსჯელოთო. ახლა წესით დიდი მღელვარება უნდა იყოს ქუჩებში. პირველი ნაპერწკალია, რასაც უნდა დაენგრია ყველაფერი, ხალხი უნდა აღეშფოთებინა, დავამხოთ მთავრობაო უნდა გუგუნებდეს ოპოზიცია… სად არიან?.. აი თურმე რა დაგვიზღვევია… ვერ გაგვიცანით, ვერცერთი ძალიან მაგარი კაცი ვერ შეაფასეთ და დააფასეთ… სიმართლე გაიმარჯვებს ყოველთვის და უნდა შეეგუოს ყველა სიმართლის და საქართველოს გამარჯვებას! ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ!”, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები