“ომის დასასრულებლად, უკრაინას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს” – სლოვაკეთის პრეზიდენტი
სლოვაკეთის პრეზიდენტი პიტერ პელეგრინი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა მხოლოდ კომპრომისით იქნება შესაძლებელი.
პელეგრინის თქმით, ომის დასასრულებლად უკრაინას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.
„საუბარი როდესაც ეხება მშვიდობას, მიმაჩნია, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ. დღეს ევროპაში, ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანებს შორის, ალბათ არავის სჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა უკრაინის ტერიტორიების ნაწილობრივი დანაკარგების გარეშე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა პელეგრინმა.
როგორც სლოვაკეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს შეხედულება ეფუძნება ფრონტზე არსებული ვითარების ანგარიშებს. პელეგრინმა ასევე მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, რაც შეიძლება მალე დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.