გიორგი ზერეკიძე – უცხო ქვეყნებზე: ვერ ხვდებიან, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დაუხრის თავს მათ ისე, როგორც ამას შვრებოდა სააკაშვილის მონა ხელისუფლება

“თურმე, დღეს უნდა დავუხაროთ ვიღაცას თავი, იქნება ეს ლიეტუვა, ესტონეთი, საფრანგეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მმართველი, ამ დროს არ იციან და ვერ ხვდებიან, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დაუხრის თავს მათ ისე, როგორც ამას შვრებოდა სააკაშვილის მონა ხელისუფლება, არ ივლის მის ჭკუაზე და არ გახვევს ქვეყანას ცეცხლის ალში”, – ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ირაკლი კობახიძე არავის რომ არ დაუხრის თავს და ვერავინ ვერ შეაშინებს სანქციებით, არაერთხელ დადასტურდა.

უტევენ საქართველოს ყველა მხრიდან, ცდილობენ დაჩაგრონ და თავის ჭკუაზე ატრიალონ ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე თვითრწმენით, ღირებულებებით, პრინციპებით გადარჩა და თურმე დღეს უნდა დავუხაროთ ვიღაცას თავი, იქნება ეს ლიეტუვა, ესტონეთი, საფრანგეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მმართველი, ფიქრობენ რომ როცა მოუნდებათ მაშინ შეუძლიათ ბრძანებები მისცენ ჩვენს ხელისუფლებას. ამ დროს არ იციან და ვერ ხვდებიან რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დაუხრის თავს მათ ისე, როგორც ამას შვრებოდა სააკაშვილის მონა ხელისუფლება, არ ივლის მის ჭკუაზე და არ გახვევს ქვეყანას ცეცხლის ალში. ირაკლი კობახიძე არავის რომ არ დაუხრის თავს და ვერავინ ვერ შეაშინებს სანქციებით, არაერთხელ დადასტურდა უკვე. დღეს საქართველოს მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია! დარწმუნებული ვარ კიდევ იქნება შემოტევები და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად გავივლით ამ რთულ პერიოდს ქართულ ოცნებასთან ერთად და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს!” – წერს გიორგი ზერეკიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები