“რადიკალებთან დაკავშირებულ ტელევიზიებში სრული ქაოსური სიტუაცია და კრიზისული მდგომარეობაა” – მიქანაძე

“რეალურად, რადიკალებთან დაკავშირებულ ტელევიზიებში სრული ქაოსური სიტუაცია და კრიზისული მდგომარეობაა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა,  გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ზაზა ოქუაშვილის განცხადებები ნიკა გვარამიასთან და გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ 31 დეკემბერი იქნება ტელევიზია „ფორმულასთვის“ ბოლო სამუშაო დღე – მისი დამფინანსებელი კრიმინალი კეზერაშვილი აცხადებს დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე. ამ ყველაფრის პარალელურად ვხედავთ, რომ დაპირისპირება გაჩნდა „ტვ პირველის“ მფლობელთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ამ რადიკალიზმის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ემხრობიან, რომ ორიენტირებულები იყვნენ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე. რეალურად რადიკალებთან დაკავშირებულ ტელევიზიებში სრული ქაოტური სიტუაცია და კრიზისული მდგომარეობაა“, – აღნიშნა მიქანაძემ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები