“ის ადამიანები, ვინც იმის პროვოცირებას ახდენენ, რომ ბავშვებს ახალი წელი წაართვან, არიან ქვეყნის მტრები” – ვარლამ ლიპარტელიანი
“ის ადამიანები, ვინც იმის პროვოცირებას ახდენენ, რომ ბავშვებს ახალი წელი წაართვან, არიან ქვეყნის მტრები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში აუცილებლად აინთება ნაძვის ხე, აუცილებლად გვექნება ბედნიერი ახალი წელი და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც რადიკალურად არიან განწყობილები, დაფიქრდნენ რა მდგომარეობაშია ქვეყანა, ამ რადიკალურმა მოვლენებმა სად შეიძლება მიგვიყვანოს“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.