კალაძე – ესტონეთის სანქციებზე: კარგად ვხედავთ, თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს, თუმცა, ყველაფერი დასრულდება 20 იანვრის შემდეგ

თბილისის მერი, კახა კალაძე  ესტონეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოს 14 თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა.

“ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეებია, ბოლო წლებია, ბოლო დღეებია. კარგად ვხედავთ, თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს, თუმცა ყველაფერი დასრულდება, მეგობრებო, 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას აშშ-ში. იქნება განსხვავებული მოცემულობა მსოფლიოშიც, ევროპაშიც და, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებით.

თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ შავიაო და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრის შეყრის. ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება და იმედი გვაქვს, დაბრუნდება ის სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიისწრაფვის”, – აღნიშნა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები