კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილი იქნება ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მოემსახურება
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქვეყანას ახალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
კახა კალაძემ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის პოსტზე წარმატებები უსურვა.
„მინდა საქართველოს მივულოცო ახალი პრეზიდენტის არჩევა მიხეილ ყაველაშვილის სახით. წარმატებებს ვუსურვებ მას. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ღირსეული პრეზიდენტი, იქნება ღირსეული ადამიანი, ვინც იქნება ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.
ყველაზე მთავარი არის, რომ გიყვარდეს შენი ქვეყანა და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც სჭირდება შენს სამშობლოსა და მის ხვალინდელ დღეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.