მათიკაშვილი – მიხეილ ყაველაშვილზე: ჩვენს ქვეყანას უკვე ჰყავს ნამდვილი პატრიოტი, ქვეყნის მოყვარული პოლიტიკოსი, რომლისთვისაც რაიმე წინააღმდეგობა საკუთარი ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეში არ არსებობს

“ჩვენს ქვეყანას აწ უკვე ჰყავს ნამდვილი პატრიოტი, ქვეყნის მოყვარული პოლიტიკოსი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სწორედ ჩვენს ქვეყანას მიუძღვნა, ის არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი და მებრძოლი ადამიანი, რომლისთვისაც რაიმე წინააღმდეგობა საკუთარი ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეში არ არსებობს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ ყაველაშვილი კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს იმ მოცემულობას, რაც, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა თავისი ანტიკონსტიტუციური და ანტიქართული ქცევებით მოახდინა საქართველოში. საპარლამენტო რესპუბლიკის სამართლებრივი რეგულაციების მხრივ ზუსტად ადეკვატური არჩევნების გზით მოხდა ამ ეტაპზე პრეზიდენტის არჩევა. მე ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, ვულოცავ სრულიად საქართველოს და ვუსურვებ მას წარმატებულ მსახურებას თავისი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს წინსვლის, განვითარების, გამთლიანების და ევროპული მიმართულებით წარმატებული სვლის გზაზე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები