ეკა სეფაშვილი: ირაკლი კობახიძე მზად არის 10-12 ახალგაზრდას ნებისმიერ ფორმატში დაუჯდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, თუმცა, არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ ახალგაზრდები ამ დებატებში მონაწილეობის მიღებას მოახერხებენ

“მე არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ ახალგაზრდები ამ დებატებში მონაწილეობის მიღებას მოახერხებენ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რითაც დისკუსიასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა.

„ბატონი ირაკლი კობახიძე მზად არის 10-12 ახალგაზრდას ნებისმიერ ფორმატში, ღია ეთერში დაუჯდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. თუმცა, მე არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ ახალგაზრდები ამ დებატებში მონაწილეობის მიღებას მოახერხებენ. არა იმიტომ რომ მათ სურვილი არ აქვთ, არამედ ამას აუკრძალავენ ის ადამიანები, რომლებიც მათ აგულიანებენ ამ დანაშაულის და პროვოკაციებისკენ“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები