“ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა სალომე ზურაბიშვილმა, ფსკერი ჩაანგრია” – გიორგი ვოლსკი
“ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა სალომე ზურაბიშვილმა, ფსკერი ჩაანგრია და ამის იქით თუ რამე კიდევ არსებობს, არ ვიცი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
“იმის მაგივრად, რომ საზოგადოებას თანხმობისკენ მოუწოდოს, თან ზუსტად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ზუსტად იცის ისიც, რომ ევროპული კურსის ცვლილება არც ადრე და არც ახლა საქართველოს არ ემჩნევა, პირიქით, ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს ამ სტანდარტების მიხედვით, თანაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებული და, ვფიქრობ, აქედან უნდა გამოდიოდეს წესით კეთილსინდისიერი ადამიანი, პრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი მოქალაქე”, – აღნიშნა ვოლსკიმ.