“საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, პირველ რიგში, ღირსეული ადამიანია, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია” – პაატა სალია

“საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, პირველ რიგში, ღირსეული ადამიანია, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ განაცხადა.

„ის უკვე ორ მოწვევის პარლამენტში მოღვაწეობდა საქართველოში, შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა ის პიროვნული თვისება, რაც საქართველოს სჭირდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მიხეილ ყველაშვილი ამ ფუნქციებს თავს კარგად გაართმევს და იქნება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი სახელოვანი პრეზიდენტი“, – განაცხადა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები