ნანა კაკაბაძე – ოპოზიციაზე: ბავშვებისთვის მაინც მიეცათ სიხარულის უფლება, ბავშვებიც არ დაინდეს

“დღეს იყო ბავშვების დღე, დღეს ბავშვებს უნდა მიეღოთ სიხარული და ბავშვებიც კი არ დაინდეს”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ახალი წლის ნაძვის ხის ანთება საქართველოში ტრადიციად იქცა და ბავშვებისთვის ეს არის საზეიმო დღე. დღეს ვხედავდი, რომ სადღაც დგას ადამიანების ჯგუფი, რომელიც იმასაც ვერ უწევს ანგარიშს, რომ ბავშვებისთვის ამ ერთ დღეს მაინც თავი შეიკავოს იმ ბოროტებისგან, რასაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებენ, ბავშვებისთვის მაინც მიეცათ იმ სიხარულის უფლება, რომელიც მათი ატეხილი აურზაურის გამო ქვეყანაში ბავშვები კი არა, ყველა შეწუხებულია“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები