“სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და დატოვოს ის პოზიცია, რომლის ვადა, კონსტიტუციის მიხედვით, 30 დეკემბერს ამოიწურება” – პაატა სალია

“სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და უნდა დატოვოს ის პოზიცია, რომლის ვადა კონსტიტუციის მიხედვით 30 დეკემბერს ამოიწურება”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა გაიხანგრძლივოს მისი ყოფნა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადებები, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ რაღაც მუხტი შეიქმნას საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოზიცია გვაჩვენა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, როდესაც დაიწყო მოლაპარაკებები ოპოზიციურ პარტიებთან, არჩევნების შემდგომაც, როდესაც ინფორმაციის გარეშე არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს. დღეს აშკარად ჩანს, რომ არანაირი ძალა, არანაირი მუხტი არ არსებობს, რომელიც შეძლებს ძალადობრივი წესით შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები