მაკრონი: მინდა, გავიმეორო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, გამოვხატო შეშფოთება რეპრესიებისა და მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისადმი

მინდა გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალიან უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და არჩევნების შემდეგ ევროპული გზის ღალატის გამო, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საფრანგეთის ლიდერმა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ნათელია, რომ რუსეთი ზრდის თავის საინფორმაციო თავდასხმებსა და გავლენას არჩევნებზე თითქმის ყველგან ევროპაში. მოლდოვა გახდა თავდასხმის მსხვერპლი და მივესალმები პრეზიდენტ მაია სანდუს ხელახლა არჩევას. საბედნიეროდ, ჩვენ კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტები გამოვიყენეთ, დავეხმარეთ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, მაგრამ ამ ქვეყნებთან მიმართებაში ჩვენი ძალისხმევები უნდა გავზარდოთ.

ძალიან აშკარაა, რომ საქართველო ძალიან ცხადი მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მინდა ხელახლა გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალიან უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და არჩევნების შემდეგ ევროპული გზის ღალატის გამო, რაც სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ“, –  განაცხადა მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები