რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონია
ბაჰრეინი ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ (96 კგ), რომელმაც ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
სპორტსმენმა ატაცში 177 კილოგრამი დაძლია და ამ მოძრაობაში ოქროს მედალს დაეუფლა. აკვრაში მან 210 კგ დააფიქსირა და მეექვსე ადგილი დაიკავა, ორჭიდის შედეგად დაგროვებული 387 კილოგრამით კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ძალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.