ვიქტორ ორბანი – ზელენსკიმ საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებაზე ჩვენი შეთავაზება უარყო

უნგრეთმა უკრაინას შესთავაზა, საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებას და სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიან გაცვლას დასთანხმდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იდეა უარყო, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ჩვენ გავწიეთ ახალი ძალისხმევა მშვიდობისთვის. მათ შევთავაზეთ საშობაო ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეთა ფართომასშტაბიანი გაცვლა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს უარყო და გამორიცხა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო!“- წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები